Friday, 5 June 2015

IX დღის რეფლექსია

ტრენინგის ბოლო დღე! მასალების საბოლოო ვერსია ავტვირთეთ ბლოგზე. ძალიან სასარგებლო და საინტერესო კურსი გავიარეთ და იმედი მაქვს ჩვენი პედაგოგები აქტიურად გამოიყენებენ სასწავლო პროცესში.

Tuesday, 2 June 2015

VIII დღის რეფლექსია

დღეს გადავხედეთ ჩვენს პრეზენტაციებს, შევიტანეთ საბოლოო ცვლილებები და გავამზადეთ ასატვირთად.

Friday, 29 May 2015

VII დღის რეფლექსია

 საკმაოდ საინტერესო ნამუშევრებს გავეცანით.პრეზენტაციების შემდეგ ვისწავლეთ ჩვენი საქაღალდის  დრაივზე ატვირთვა.
წარმატებებს ვუსურვებ ყველას პროფესიულ საქმიანობაში!

Monday, 18 May 2015

VI დღის რეფლექსია

ეს სესია დამეხმარა ,როგორ შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მსწავლელებად იქცნენ, როგორ დავაკმაყოფილო მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებანი, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, კიდევ ერთხელ გადავხედეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს, სასწავლო გეგმას და შევიტანეთ ცვლილებები.

Friday, 15 May 2015

V დღის რეფლექსია

 მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას იღებენ შეფასებაში.ზოგიერთი მოსწავლითვის ეს შეიძლება რთული აღმოჩნდეს.  მოსწავლეს სჭირდება ბევრი ახალი უნარის გამოყენების შესაძლებლობა, განსაკუთრებით : სწავლის პროცესში სირთულეების გამოვლენა და მათი დაძლევის სტრატეგიის შერჩევა, თანატოლებისთვის უკუკავშირის გაზიარება და მათგან მიღება.
მიმდინარე დღის სესია დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები, თუ როგორ უნდა გამოვიყენო რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები.

Monday, 11 May 2015

IV დღის რეფლექსია

ამ დღის თემატიკა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. დაწვრილებით განვიხილეთ, თუ როგორ მოვახერხებთ ჩვენს სასწავლო პროექტში 21- საუკუნის უნარების ინტეგრირებასგანვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდები, როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება,შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშები.
ჩამოვაყალიბე  პროექტის მიზანი, აქედან  გამომდინარე  განვსაზღვრე  პროექტის  ამოცანები.  პროექტის  კონფერენციის  კითხვები  შევუსაბამე ჩემს  მიერ არჩეულ  თემას.
        ტრენინგ დღე  წარიმართა ნაყოფიერად!